ახალი ამბები

თბილისში “გამოძახებული” ელჩი როგორ ბრუნდება სახლში? – სააკაშვილი

8 მაისი, 2020 • 2713
თბილისში “გამოძახებული” ელჩი როგორ ბრუნდება სახლში? – სააკაშვილი

“შეიძლება თამამი შეკითხვა? ეს ელჩი, რომელიც “გამოიძახეს”, როგორ ჩავა სახლში?”, –  მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენები შეზღუდულია, სწორედ ამაზე მიანიშნებს სააკაშვილი თავის ხუმრობაში.

“სერიოზულად კი:

პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობები განვითარდეს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, და მე ამ ბრძნულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებ.

ქართველი ხალხი არცერთ ხელისუფლებას მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობა მცირედითაც კი გააფუჭოს ან მიანიშნოს ამაზე.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს სააკაშვილი.

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – არახამიას განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი