ახალი ამბები

უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა – ზალკალიანი

8 მაისი, 2020 • 1135
უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა. მისივე თქმით, ამ ეტპაზე უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული.

“ინფიცირებულთა უმრავლეს შემთხვევაში დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები გვაქვს, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ Covid-19-ით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. არსებული შეზღუდვების ფონზე მოგეხსენებათ, რომ გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები ძალიან გამკაცრდა.

გადმოსვენება მიმდინარეობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. ამიტომ გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი შეფერხდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე ეხმარებოდა მოქალაქეებს შესაბამისი პროცედურების შესრულების ნაწილში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

13:10 საათისთვის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 10 ადამიანი, ინფიცირების კი  623 შემთხვევაა დაფიქსირებული. დამატებით ერთი ადამიანია გარდაცვლილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი