ახალი ამბები

უცხოეთიდან 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა პანდემიის დროს – ზალკანიანი

8 მაისი, 2020 • 874
უცხოეთიდან 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა პანდემიის დროს – ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერით უცხოეთიდან საქართველოს 10 ათასი მოქალაქე დაბრუნდა კორონავირუსის პანდემიის დროს.

მისი თქმით,  მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა ,  5 854,  საქართველოში საჰაერო გზით დაბრუნდა,  თითქმის 4 ათასი ადამიანი საქართველოში სახმელეთო, ხოლო 315 მოქალაქე საზღვაო გზით ჩამოვიდა. ზალკალიანის თქმითვე, მთავრობის ფინანსური დახმარებით, ჯამში, 61 სპეციალური ავიარეისი დაინიშნა.

“დღეს უკვე 10 ათასს გადააჭარბა Covid-19-ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე გამოიყვანა საკუთარი მოქალაქეების პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან – იტალიიდან და ჩინეთიდან”,-განაცხადა ზალკალიანმა.

დღეს, 8 მაისს, გამართულ პრეზენტაციაზე ზალკალიანმა ასევე თქვა, რომ მთავრობის ხელშეწყობით ახალი ავიარეისები დაინიშნა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას შეძლებენ.

დაგეგმილი ავიარეისების რაოდენობა ასეთია:

  • 12 მაისი – თბილისი – ლონდონი
  • 15 მაისი – თბილისი – ამსტერდამი
  • 18 მაისი – თბილისი – ლარნაკა
  • 20 მაისი – თბილისი – ათენი
  • 22 მაისი – თბილისი – რომი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი