ახალი ამბები

88 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ბოჭორიშვილის კლინიკა

8 მაისი, 2020 • 908
88 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ბოჭორიშვილის კლინიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკის 88 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სოლოღაშვილის თქმით, ასევე გამოჯანმრთელდა 18 წლამდე პაციენტი. ამჟამად კი კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით რჩება 66 ადამიანი. აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, დანარჩენების კი- მსუბუქი.

8 მაისის დილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 623-ს მიაღწია. მათ შორის გამოჯანრთელდა 288 პაციენტი და გარდაიცვალა 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4072 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -459.

მასალების გადაბეჭდვის წესი