8 მაისის დილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 623-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 288.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე სულ ჩატარდა 1825 ტესტი, ჯამში, კი 25 ათას ტესტზე მეტი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 623 დადასტურებული შემთხვევიდან 9 გარდაიცვალა. 4723 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 446 კი -სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.