ახალი ამბები

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ზე ტესტირება ჩატარდა

7 მაისი, 2020 •
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ზე ტესტირება ჩატარდა

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს ახალ კორონავირუსზე “პისიარ” ტესტირება ჩაუტარდა.

“დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება.

მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დედაქალაქის გარდა, პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. უწყებაში ამბობენ, რომ თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი