ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები 11-მდე გაიზარდა

7 მაისი, 2020 •
ცხინვალის ცნობით, COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები 11-მდე გაიზარდა

ოსური საინფორმაციო სააგენტო რეს-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები 11-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი სამი შემთხვევა სამხრეთ ოსეთში, ოფიციალური ცნობითვე, გუშინ, 6 მაისს გამოვლინდა.

ოსური მხარის თანახმად, ყველა პაციენტი რუსეთის ფედერაციიდან არის შესული, რომლებიც იქამდე კარანტინში იყვნენ მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი