ახალი ამბები

როგორ დაეხმარება მთავრობა კვების ობიექტებსა და რესტორნებს – გეგმა

7 მაისი, 2020 • 745
როგორ დაეხმარება მთავრობა კვების ობიექტებსა და რესტორნებს – გეგმა

დღეს, 7 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობას კვების ობიექტების დასახმარებლად გეგმა შემუშავებული აქვს.

თურნავამ თქვა, რომ სარესტორნო და კვებითი სექტორი საქართველოს ტურისტული ბიზნესის ერთ-ერთი დიდი სეგმენტია, – „რომელიც, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ამ ობიექტებს ჯერ შიდა ტურიზმი დატვირთავს, ხოლო შემდგომ – საერთაშორისო ტურიზმი“.

მინისტრი განმარტავს, რომ კვების ობიექტებს სახელმწიფო სესხების მოზიდვასა და გასტუმრებაში დაეხმარება, კერძოდ:

„გარდა იმ საგადასახადო გადასახადებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-იან თანაუზრნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანაკო, არსებული სესხების რესტუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს თანაუზრნველყოფის 90%-ს ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას, რომ მათ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ – გაისტუმრონ ძველი დავალიანებები თუ ხელფასები, მოემზადონ ახალი უსაფრთხო წესებით“, – ამბობს თურნავა.

მინისტრის თქმით, საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან გაიხსნება, საერთაშორისო ტურიზმისთვის – 1 ივლისიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი