ახალი ამბები

“სუპერგმირი მედდა” – ბენკსის ახალი ნახატი საუთჰემპტონის საავადმყოფოში

7 მაისი, 2020 • 1438
“სუპერგმირი მედდა” – ბენკსის ახალი ნახატი საუთჰემპტონის საავადმყოფოში

ბენკსიმ ახალი ნამუშევარი საუთჰემპტონის საავადმყოფოში დახატა და მასზე ბავშვია ასახული, რომელიც პოპულარული სუპერგმირების ნაცვლად მედდის სათამაშოთი თამაშობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ნახატი შავ-თეთრია და კედლის დაახლოებით ერთ კვადრატულ მეტრს მოიცავს. ის საავადმყოფოს ფოიეში, მიმღებ განყოფილებასთან ახლოსაა შესრულებული.

ნახატზე ბავშვი და სუპერგმირების სათამაშოებით სავსე კალათია გმოსახული, თუმცა ბეტმენითა და ადამიანი ობობით თამაშის მაგივრად ბავშვი არჩევს მედდის სათამაშოს.

მედდა სათამაშო პირბადეს და მოსასხამს ატარებს, გულზე კი წითელი ჯვრის სიმბოლო აქვს გამოსახული, რაც ერთადერთი ფერადი დეტალია ამ ნამუშევარში. არტისტმა სტენსილთან მინაწერიც დატოვა –  “მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედი მაქვს, მიუხედვად იმისა, რომ ნახატი შავ-თეთრია, ამ ადგილს გაახალისებს”.

ნახატი საუთჰემპტონის საავადმყოფოში შემოდგომამდე დარჩება შემდეგ კი აუქციონის წესით გაიყიდება, თანხა კი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სერვისს მოხმარდება.

ბენქსი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი