ახალი ამბები

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადადეს

7 მაისი, 2020 • 886
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გადადეს

პოლონეთის მმართველი პარტიის განცხადებით, კვირისთვის, 10 მაისისთვის ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ Politico EU ავრცელებს.

თავის განცხადებაში პარტია „კანონისა და სამართალის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ „გამომდინარე უზენაესი სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილებიდან, არჩევნები შეუმდგარი გამოაცხადოს, პარლამენტის სპიკერი საპარლამენტო არჩევნებს პირველივე შესაძლებელ თარიღზე დანიშნავს“, — აღნიშნა მან.

ახალი არჩევნები კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე განსხვავებულ ფორმატში — ფოსტის საშუალებით ჩატარდება.

Politico-ს ცნობით, კაჩინსკისთვისა და „კანონისა და სამართლისთვის“, რომლებიც მხარს მოქმედ პრეზიდენტს და, არჩევნების 10 მაისს ჩატარების შემთხვევაში, მათ ფავორიტ ანდრეი დუდას უჭერენ, ეს გადაწყვეტილება უკან დახევაა.

გამოცემის ცნობით, მმართველ კოლიციაში აზრები გაიყო არჩევნების 10 მაისს ჩატარების გადაწყვეტილების თაობაზე — არსებობდა კითხვები საფოსტო სისტემით ჩატარებასა და სხვადასხვა რეგულაციებთან დაკავშირებით. ასევე, ევროკავშირში შიშობდნენ, რომ ამგვარად პოლონეთი გასცდებოდა ბლოკის დემოკრატიულ პრინციპებს.

10 მაისს არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ეწინააღმდეგება.


7 მაისისთვის, პოლონეთში კორონავირუსის 14,740 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 733 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4655.

მასალების გადაბეჭდვის წესი