ახალი ამბები

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 15 მაისიდან ერთმანეთ შორის საზღვრებს გახსნიან

6 მაისი, 2020 •
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 15 მაისიდან ერთმანეთ შორის საზღვრებს გახსნიან

ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ 15 მაისიდან ამ სამ ქვეყანას შორის საზღვრებს გახსნიან. ინფორმაცია ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინიშმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

კარინიშის პოსტის თანახმად, ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ.

შიდა საზღვრების გახსნის შემდეგ, რომელიმე მათგანში სხვა სახელმწიფოებიდან ჩასულ ადამიანებს მოუწევთ, გაიარონ 14-დღიანი თვითოზოლაცია, აცხადებს პრემიერი.

ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საზღვრები მარტის შუა რიცხვებიდან იყო ჩაკეტილი. პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა არაერთმა ქვვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც.


6 მაისის მონაცემებით, ლატვიაში კორონავირუსი 900 ადამიანს დაუდგინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 464 გამოჯანმრთელდა.

ლიეტუვაში — 1428 ადამიანი დაავადდა, 48 გარდაიცვალა, 718 გამოჯანმრთელდა.

ესტონეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა 1 713 ადამიანს, 55 გარდაიცვალა, ხოლო 264 გამოჯანმრთელდა.

გარეკანის ფოტოზე: კრიშიანის კარინიში. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი