ახალი ამბები

Turkish Airlaines-მა შესაძლოა ივნისიდან თბილისში ფრენები განაახლოს

6 მაისი, 2020 • 1572
Turkish Airlaines-მა შესაძლოა ივნისიდან თბილისში ფრენები განაახლოს

Turkish Airlaines-მა საერთაშორისო ფრენები, მათ შორის, თბილისის მიმართულებით, შესაძლოა, ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს.

გიორგი ჯანჯღავას თქმით, საუბარია თურქეთიდან 22 ქალაქის მიმართულებით ფრენების განახლებაზე, რომელთა შორის თბილისიც მოხვდა.

ქვეყნები, სადაც ავიაკომპანია ფრენების განახლებას გეგმავს ამ თარიღიდან, არის:

კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სინგაპუური, ისრაელი, დანია, ნორვეგია, ავსტრია ჰოლანდია, ბელგია,  გერმანია და სხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი