პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ახალ კორონავირუსზე მნიშვნელოვან კვლევას ატარებდა და უნივერსიტეტის განცხადებით, საყურადღებო მიგნებების აღმოჩენის ზღვარზე იყო, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ამის სესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, პოლიციის განცხადებით, მკვლევარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა და ჭრილობები თავის, ყელისა და ტანის არეში ჰქონდა მიყენებული.
გამოძიების ვერსიით, ბინგ ლუ ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა მოკლა, რომელიც ასევე გარდაცვლილი იპოვეს ლუს სახლთან გაჩერებულ მანქანაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა ჯერ პროფესროი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პიტსბურგის პოლიცია ამ დროისთვის დანაშაულის რასისტულ მოტივს გამორიცხავს.
პიტსბურგის უნივერსიტეტის განცხადებაში წერია, რომ ლუ SARS-SoV-2-ის უჯრედულ მექანიზმს და მის მიერ გამოწვეული გართულებების საფუძვლებს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო.