ახალი ამბები

300-ლარიან დახმარებას თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებიც მიიღებენ – კალაძე

6 მაისი, 2020 • 1143
300-ლარიან დახმარებას თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებიც მიიღებენ – კალაძე

თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის განმარტებით, თვითდასაქმებულთა მსგავსად, „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლები დახმარებას მიიღებენ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.

„მძღოლებმა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ შესაბამის კომისიას უნდა მიაწოდონ. მათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილსის მერისგან ცნობილი გახდა, რომ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ასევე მიიღებენ თბილისში რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები.

თბილისში რეგისტრირებული ტაქსისტები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი