ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინეს

6 მაისი, 2020 •
ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო რეს-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურეს, რუსეთიდან 30 აპრილს შევიდა და კარანტინში იმყოფებოდა.

ამჟამად, სააგენტოს ცნობითვე, პაციენტი, რომელსაც სიცხე აქვს, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ამ დრომდე, ცხინვალის ცნობით, COVID-19 სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი არ იყო.

ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიებზე. აფხაზეთში, ოფიციალური ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი