ახალი ამბები

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა, ინფიცირებულების – 6-ით

6 მაისი, 2020 •
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა, ინფიცირებულების – 6-ით

6 მაისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 29-ით არის გაზრდილი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 610
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 269
  • მათ შორის გარდაცვლილი – 9
  • კარანტინის რეჟიმში – 5083
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი