ახალი ამბები

UK-მა Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო

5 მაისი, 2020 • 1218
UK-მა Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ახალი სტატისტიკის თანახმად, ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „გარდიანი“. გამოცემის ცნობით, სამეფოში დაავადებას ემსხვერპლა 32 000 ადამიანზე მეტი.

როგორც „გარდიანი“ წერს, სამეფოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 27 აპრილისთვის სამეფოში 32,313 გარდაცვლილია.

ამგვარად, გაერთიანებულმა სამეფომ გადაუსწრო იტალიას, სადაც კორონავირუსით 29 029 ადამიანი გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის მხრივ მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე არის აშშ. გარდა ამისა, შტატებში მთლიანობაში დაავადდა მილიონზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი