ახალი ამბები

ძალადობით და მუქარით ჩადენილ სექსუალურ ქმედებაში ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯეს

5 მაისი, 2020 • 1304
ძალადობით და მუქარით ჩადენილ სექსუალურ ქმედებაში ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალადობითა და ძალადობის მუქაირთ ჩადენილ სექსუალურ ქმედებაში, ასევე, ძარცვაში ბრალდებულ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ. რუსთავში, „კულტურისა და დასვენების პარკში“, ბრალდებულმა, ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა პირმა ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, შემდეგ კი დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“სამართალდამცველებმა შ.ღ. 2019 წლის 12 სექტემბერს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ძალადობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი