საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან 2 თვის შემდეგ, იტალიამ Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ 27 აპრილს სატელევიზიო მიმართვისას გამოაცხადა, რომ იტალია კრიზისის “მეორე ფაზაში” შედის. 4 მაისიდან გაუქმდა სხვადასხვა შეზღუდვები: მუშაობის უფლება დაუბრუნდა ბიზნესების ნაწილს და მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები გადაადგილებაზე.
გთავაზობთ “ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს” (EPA) ფოტორეპორტაჟს იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან.








































კორონავირუსის გამო დაცარიელებული ქუჩები მსოფლიოში [ფოტოკოლაჟი]
