ახალი ამბები

ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

5 მაისი, 2020 • 1029
ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კაცი დააკავეს ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ამასთანავე, ის არღვევდა მანამდე გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, კერძოდ კი მის საცხოვრებელ სახლში მიდიოდა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული ორდერის მიუხედავად, მასთან ვერბალურ კომუნიკაციას ამყარებდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები სასჯელის სახით, მათ შორის, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი