ახალი ამბები

უჩვეულო სანახობა წუხელ თბილისში [ფოტო]

5 მაისი, 2020 • 1887
უჩვეულო სანახობა წუხელ თბილისში [ფოტო]

გუშინ, გვიან ღამით თბილისის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთვარის გარშემო ცისაარტყელისმაგვარ რკალს დაკვირვებოდნენ. ამ ფენომენს მთვარის გვირგვინი ჰქვია და ერთგვარი ოპტიკური ილუზიაა, რომელიც, როგორც ირკვევა, არც ისე ხშირად ხდება.

რკალს მთვარის გარშემო იწვევს ატმოსფეროში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ნათების არეკლვა და ის წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ადგილი აქვს ზამთარში.

იმისათვის, რომ გვირგვინი გამოჩნდეს, მთვარის სინათლე ღრუბლის თხელმა ფენამ უნდა აირეკლოს, რომელიც ყინულის კრისტალებითაა გაჯერებული. ვინაიდან ყინულის კრისტალებს ჰექსაგონის ფორმა აქვს, მასში სინათლის სხივები გარდატყდება, რაც ცისარტყელის მსგავს ეფექტს ქმნის.

იმის გამო, რომ მთვარის სინათლე სუსტია, რამდენადაც ციური სხეული მზის სინათლეს ირეკლავს, გვირგვინი მეტწილად უფერულია, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა მისმა შიდა რკალმა წითელი, გარემ კი ლურჯი შეფერილობა მიიღოს.

ამ ფენომენს ადგილი აქვს მზის შემთხვევაშიც, რა დროსაც გვირგვინი, როგორც წესი, მეტად მრავალფეროვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი