ახალი ამბები

თეთრი სახლი 1 ივნისისთვის დღეში 3 ათასი ადამიანის სიკვდილს ვარაუდობს — NYT

5 მაისი, 2020 • 924
თეთრი სახლი 1 ივნისისთვის დღეში 3 ათასი ადამიანის სიკვდილს ვარაუდობს — NYT

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევები და გარდაცვალებები აშშ გაიზარდება. გამოცემა წერს, რომ შესაბამისი დოკუმენტი მოიპოვა.

მედიასაშუალების ცნობით, მოდელირებაზე დაყრდნობით თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ მაისის ბოლოსთვის დღეში დააფიქსირებენ კორონავირუსის 200 000 ახალ შემთხვევას (ახლა ეს მაჩვენებელი არის 25 000), ხოლო 1 ივნისისთვის დაავადებით დაიღუპება დღეში 3 000 ადამიანი.

აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით დაავადებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადდა მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო დაიღუპა თითქმის 70 000.

ამასთან ერთად, აშშ-ის არაერთ შტატში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, გააუქმონ შეზღუდვები და ეკონომიკური აქტივობა აღადგინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი