“ჩვენ შეგვიძლია 3-დან 4 ათასამდე აქტიური შემთხვევა ვმართოთ, მათ შორის 1500 – საავადმყოფოებში. ამჟამად საავადმყოფოებში დაახლოებით 850 აქტიური შემთხვევა გვაქვს. დაახლოებით 350 კი – სასტუმროებში, სადაც დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა epress.am.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებითვე, “სისტემა ამ ეტაპზე არ არის გადატვირთული, მაგრამ ამავე დროს აქტიური შემთხვევების 3-4 ათასამდე გაზრდა “ყველაზე არასასურველი სცენარი” იქნებოდა, რადგან სიმძიმის მიხედვით “შემთხვევათა დაყოფა” კიდევ უფრო რთული იქნება”.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო, 4 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2507 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 121 – ახალი. გარდაცვლილია 39 პაციენტი. ქვეყანაში. ამ დრომდე 24 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, მილიონ მოსახლეზე- 8417 .