ახალი ამბები

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 5 მაისიდან ამუშავდება

4 მაისი, 2020 • 1415
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 5 მაისიდან ამუშავდება

5 მაისიდან იუსტიციიის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და დროებითი სანოტარო ბიუროები მომხმარებლებს მხოლოდ ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში მიიღებენ. ამის შესასხებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაურბრა.

“იმისთვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის, ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭირო იქნება, რომ მოქალაქის პორტალის, my.gov.ge-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს. my.gov.ge-ის  გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერც ერთი მოქალაქე. ჯავშნის ელექტორნული სისტემა უკვე მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღეს და დროს ვიზიტი”, – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 4 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ზემოთ აღნიშნულ სერვისცენტრებში აქტიური იქნება ყველა ტიპის მომსახურება, გარდა რიტუალის მეშვეობით ქორწილის სერვისისა, რადგან ის გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანების ერთად დახურულ სივრცეში თავშეყრას.

გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, სერვისცენტრების შენობაში არ დაიშვებიან ადამიანები პირბადის გარეშე, ასევე- არასრულწლოვნები. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვები და ონლაინ დაჯავშნის წესი, სულ მცირე, საგანგებო მდგომერობის გაუქმებამდე იმოქმედებს, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შედეგად შეიძლება შეიცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი