საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ბოლო 24 საათში 4-ით გაიზარდა და 4 მაისის დილის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულიa 593 შემთხვევაა.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებსაიტზე, Stopcov.ge-ზე განახლდა. ოფიციალური სტატისტიკით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა არის 223. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა, დამატებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში.

4 830 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, 521 კი- სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.