ახალი ამბები

მთავრობას მოვუწოდებთ სულ მცირე 3 წლით მედია გადასახადების გაათავისუფლოს – “ლელო”

3 მაისი, 2020 • 1109
მთავრობას მოვუწოდებთ სულ მცირე 3 წლით მედია გადასახადების გაათავისუფლოს – “ლელო”

შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო,”ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს სულ მცირე სამი წლით მედიაორგანიზაციები ყველა სახის გადასახადისგან გაათავისუფლოს.

როგორც პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა საბა ბუაძემ დღეს, 3 მაისს, გამართულ ბრიფინგზე თქვა საგადასახადო შეღავათები უნდა შეეხოს როგორც ნაციონალურ ისე ეროვნულ მაუწყებლებს, ონლაინ მედიასა და რადიოს.

“მედია როგორც სარეკლამო ბაზარზე პირდაპირ მიბმული ინსტიტუტი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მისი შემოსავლები კლებულობს. სწორედ ამიტომ “ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს სულ მცირე სამი წლით მედია როგორც ბიზნესი გაათავისუფლოს ყველა ტიპის გადასახადისგან. ამით შემსუბუქდება ძალიან მძიმე საგადასახადო ტვირთი, რომელიც დღეს მედიაშია. მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოს რათა მედიაგარემო სტაბილური იყოს.  ჩვენ სხვა [პოლიტიკურ] აქტორებსაც მოვუწოდებთ ამ ინიციატივას შემოუერთდნენ,”-ამბობს ბუაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი