ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

3 მაისი, 2020 • 919
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 3 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 9 შემთხვევაა დადასტურებული. 14:55 საათისთვის ვირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 221 პირი.

გარდაცვლილი 60 წლამდე ქალია და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “მთავარ არხს” უთხრა ის კლინიკაში დაახლოებით 3 კვირის წინ შეიყვანეს:

“კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტში მწვავე პნევმონია და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა განვითარდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი