საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში 215-ს მიაღწია. 3 მაისის 11:29 საათისთვის ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 589-ს მიაღწია. StopCov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5066 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 528 პირია.








