საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 589-ს მიაღწია. 3 მაისის 11:08 საათისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში 215 შეადგინა. საქართველოში გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული. Stop Cov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5066 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 528 პირია.