ახალი ამბები

ველოსიპედით მოძრავი მოზარდი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, დაიღუპა

2 მაისი, 2020 •
ველოსიპედით მოძრავი მოზარდი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, დაიღუპა

ქუთაისში მოზარდს, რომელიც სავტომობილო ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავტომანქანა დაეჯახა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 2 მაისის საღამოს, ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მოზარდის გარდაცვალებამდე სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. თუმცა, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

გარდაცვლილი მოზარდი გოგონაა. მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი