ახალი ამბები

რა ვიცით კორონავირუსით გარდაცვლილ მე-8 პაციენტზე

2 მაისი, 2020 • 1234
რა ვიცით კორონავირუსით გარდაცვლილ მე-8 პაციენტზე

Covid-19-ის შედეგად საქართველოში გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალი  იყო. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს და მას არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდა. ქალს აღენიშნებოდა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე მწვავე რესპირატორული დისტრესი, სეპტიური შოკი, ანევრიზმით დატვირთული ქრონიკული პათოლოგიები და სხვა გართულებები.ა

ლევან რატიანის თქმით, 72 წლის ქალი 2 მაისის დილით გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 582
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207
  • მათ შორის გარდაცვლილი – 8
  • კარანტინის რეჟიმში – 5025
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი