ახალი ამბები

covid-19-ით საქართველოში მე-8 ადამიანი გარდაიცვალა

2 მაისი, 2020 • 1242
covid-19-ით საქართველოში მე-8 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში Covid-19-ით მერვე ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები პლატფორმა stopcov.ge-ზე დღეს, 2 მაისს განახლდა.

2 მაისის დილის მდგომაროებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025 ადამიანი, 540 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი