თბილისში პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით უცხო ვეყნის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებულმა კაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








