ახალი ამბები

კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა

2 მაისი, 2020 • 1086
კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა

2 მაისის დილის მდგომაროებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. მონაცემები პორტალ stopcov.ge-ზე განთავსდა.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, 7 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025 ადამიანი, 540 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი