ახალი ამბები

UK-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 100 000 ლარით დაეხმარა

1 მაისი, 2020 • 796
UK-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 100 000 ლარით დაეხმარა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში 100 ათასი ლარი გადასცა თავდაცვის ძალებს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია შეიძინა. აღნიშნული ნივთები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი