სომხეთში 94 წლის ქალი Covid-19-სგან გამოჯანმრთელდა.

როგორც სომხეთის დამწვრობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გევორგ სიმონიანმა განაცხადა, ის უკვე გაწერეს კლინიკიდან.

„სომხეთის ყველაზე ასაკოვანი პაციენტი, რომელსაც Covid-19 უდასტურდებოდა, გუშინ გაეწერა კლინიკიდან სრული გამოჯანმრთელების შემდეგ“, – დაწერა მან ფეისბუკზე.

30 აპრილის ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 2066 შემთხვევაა დადასტურებული.

32 ადამიანი დაიღუპა, 929 გამოჯანმრთელდა, დანარჩენები (1103 პაციენტი) მკურნალობას აგრძელებენ.

ქვეყანაში, ჯამში, 21 125 ტესტია კორონავირუსზე ჩატარებული.