ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-19-ის სიმპტომებით ორსული ქალი აფხაზეთიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

30 აპრილი, 2020 •
COVID-19-ის სიმპტომებით ორსული ქალი აფხაზეთიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისში, “კლინიკა ბომონდის” ცხელების ცენტრში კატასტროფის ბრიგადის მიერ აფხაზეთიდან შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის ხელმძღვანელის, მამუკა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს – პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

კლინიკის ინფორმაციით, ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ახალშობილი  ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი