ახალი ამბები

კორონავირუსი: 63-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

30 აპრილი, 2020 • 1082
კორონავირუსი: 63-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული ინგლისელი ცოლ-ქმარი, ბილ და მერი დარტნოლები, 63-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, ცოლ-ქმარი საუთჰემპტონში, დროებითი ზრუნვის თავშესაფარში ცხოვრობდა. 90 წლის ბილ დარტნოლი მარტის ბოლოს, ინსულტის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მასაც და მის ცოლსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ბილ დარტნოლი რამდენიმე საათში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ცოლის, 81 წლის მერის სიკვდილის შესახებ შეიტყო.

მათი შვილი როსემარი ამბობს, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა, რომელიც იმავე პალატაში იმყოფებოდა, ჟანგბადის ნიღბის ტარებაზე უარი განაცხადა.

“ისინი ერთი გუნდი იყვნენ. მოვიდნენ როგორც წყვილი. მამას არ უნდოდა აქ ყოფნა დედას გარეშე”, – აღნიშნა როსემარიმ.

დარტნოლების შვილებს, როსემარის და ანას სიკვდილამდე მშობლების მონახულების საშუალება არ მიეცათ, მშობლების ხსოვნის დღiს აღნიშვნას კი კარანტინის შემდეგ გეგმავენ.

ანა დარტნოლის თქმით, მისმა მშობლებმა საკვამურების დასუფთავების ბიზნესი წამოიწყეს მას შემდეგ, რაც ბილ დარტნოლმა სამხრეთ აფრიკაში ბანანის ნავებზე მუშაობას თავი დაანება. მოგვიანებით წყვილი მეფუტკრეობით დაინტერესდა და მერი დარტნოლი ბრიტანეთის მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი