გორის სამხედრო ჰოსპიტალი იუწყება, რომ მათთან მომუშავე უმცროს მედდას გეგმური PCR ტესტირებისას COVID-19 დაუდგინდა.
კლინიკის განცხადებით, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და დაავადება არავის დაუდასტურდა.
„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია“, – წერია განცხადებაში.
„აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – წერს ჰოსპიტალი.
საქართველოში Covid-19-ის ზოგადი სტატისტიკა 29 აპრილის 21:20 საათის მდგომარეობით ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 178
- მათ შორის გარდაცვლილი – 6
- კარანტინის რეჟიმში – 5153
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3