ახალი ამბები

საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში

29 აპრილი, 2020 • 982
საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში

“აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მმართველები კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას რეპრესიული და ძალადობრივი მეთოდებით ებრძვიან, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას”, ნათქვამია Amnesty Internation-ის მიერ გუშინ, 28 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნახსენებია საქართველოც, თუმცა ნეგატიური მაგალითებისაგან განსხვავებით, საქართველო ისეთი ქვეყნის ნიმუშად არის მოყვანილი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად მაქსიმალურად შეინარჩუნა ადამიანის უფლებები და განმარტა მთავრობის გადაწყვეტილებები.

“21 მარტს საქართველომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ზომები იყო აუცილებელი, პროპორციული და გამართლებული იყო კანონის წინაშე, რათა ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაეცვა”, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები, როგორიცაა- კარანტინის წესები, საერთაშორისო მგზავრობების შეზღუდვა, ასევე, ციხეში ვიზიტები და მომსახურების სფეროს მუშაობის შეზღუდვა.

“თუმცა გამოითქვა შეშფოთება, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. სამედიცინო რჩევების მიუხედავად, კანონით ფართოდ არ შეიზღუდა რელიგიური შეკრებები, რომელიც საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას არ მისცემდა აღდგომის ლიტურგიის ჩატარების საშუალებას. ამ პერიოდში, 12 და 19 აპრილს, რამდენიმე მართმადიდებლურმა ეკლესიამ ათობით მრევლი მიიღო. ყველა სხვა რელიგიურმა მიმდინარეობამ კი საკუთარი ნებით დაკეტა სამლოცველოები მორწმუნეთათვის.

12 აპრილს საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ლიდერმა, მირტაგ ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დაწყებისას მუსლიმები ასევე გააღებდნენ მეჩეთებს და ამ საკითხში მთავრობისგან ისეთივე რეაქციას ელოდა, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ჰქონდათ. ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მირტაგი ასადოვი დაკითხვაზე დაიბარა, სადაც მას საგანგებო მდგომარეობის საბოტაჟის მცდელობას ედავებოდნენ”,- ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, საქართველო ნახსენებია ერთ-ერთ ქვეთავში, სადაც საუბარია კრიზისის დროს სოციალური დახმარებების აუცილებლობაზე:

“რეგიონში გარკვეულმა სახელმწიფოებმა დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად გარკვეული ზომები მიიღეს”, – წერია ანგარიშში – “საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დაეხმარეობდა იმ ადამიანებს, ვინც სამსახური კოვიდ-19-ის გამო შექმნილი კრიზისიდან გამომდიანრე დაკარგა. გარდა ამისა, მთავრობამ განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის, ელექტორენერგიის და წყლის გადასახადს სრულად დაუფარავდა იმ მოქალაქეებს, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიზმარდა. ეს დახმარება მათ საგანგებო მდგომარეობის დროს გაეწევათ”, – განმარტებულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი