ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, Covid-19-სგან იცავდეს თავს – The Guardian

29 აპრილი, 2020 • 1040
კიმ ჩენ ინი, შესაძლოა, Covid-19-სგან იცავდეს თავს – The Guardian

კიმ ჩენ ინის საჯარო სივრციდან გაქრობის მიზეზი არა ავადმყოფობა, არამედ  ახალი კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაცვაა. ამის შესახებ, გარდიანის ცნობით, სამხრეთი კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები საუბრობენ.

მიუხედავად ცნობებისა, რომ ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ღონისძიება გულის ოპერაციის გამო გამოტოვა, სამხრეთი კორეის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან ამ გზით უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინა რისკების თავიდან ასაცილებლად.

“ჩვენ გვაქვს დაზვერვის შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არავითარი უჩვეულო არ ხდება”, – ციტირებს მინისტრს კორეის გაერთიანების საკითხებში გამოცემა “გარდიანი”.

კიმ ჩენ ინი არ დასწრებია ბაბუამისის – ჩრდილოეთი კორეის დამფუძნებლის – დაბადების დღეს, რომელიც 15 აპრილს აღინიშნება და უმნიშვნელოვანეს თარიღად მიიჩნევა ქვეყნის პოლიტიკურ კალენდარში. სწორედ ამას მოჰყვა რიგი ცნობები ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებაზე.

“მას არ გამოუტოვებია იუბილე ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, თუმცა არაერთი საიუბილეო ღონისძიება გაუქმდა კორონავირუსის რისკების გამო”, – თქვა მინისტრმა.

სეულის მსგავსად, აშშ-შიც ფიქრობენ, რომ კიმ ჩენ ინი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კურორტზე სწორედ ვირუსისგან იცავს თავს.

ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი Covid-19-ის კრიზისის ადრეულ სტადიაზე ჩაკეტა, ათასობით ადამიანს კარანტინი დაუწესა და რიგი ღონისძიებები გააუქმა. მიუხედავად ამისა, “გარდიანის” ცნობით, დამკვირვებლები სკეპტიკურად უყურებენ ფხენიანის მტკიცებას, რომ ქვეყანაში ვირუსის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა.

ჯირო იშიმარუმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მყოფი მოქალაქე ჟურნალისტების ქსელს ქალაქ ოსაკადან ხელმძღვანელობს, გამოცემას უთხრა, რომ კიმის იზოლაცია ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეჭვებს მეტად ამძაფრებს.

“ერთ-ერთი თეორიაა ისაა, რომ შესაძლოა, მას თავად აქვს ვირუსი, ან ინფიცირებულნი არიან ადამიანები მის გარშემო და სწორედ ამიტომ არის იზოლაციაში”,- ამბობს ჟურნალისტი.

კიმ ჩენ ინი ცოცხალია, კარგად არის – სამხრეთი კორეის პრეზიდენტის მრჩეველი

მასალების გადაბეჭდვის წესი