ახალი ამბები

700 ადამიანი დაიღუპა ირანში Covid-19-სგან “განსაკურნად” სპირტის მიღების გამო

29 აპრილი, 2020 • 1009
700 ადამიანი დაიღუპა ირანში Covid-19-სგან “განსაკურნად” სპირტის მიღების გამო

ბოლო 2 თვის განმავლობაში ირანში ტოქსიკური მეთანოლის (სპირტის) მიღების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ალ-ჯაზირას თანახმად, აღნიშნული ტენდენცია უკავშირდება ყალბ ცნობებს, რომ ამ გზით ახალი კორონავირუსისაგან განკურნება შესაძლებელია.

სახელმწიფო უწყებების თანახმად, 20 თებერვლიდან 7 აპრილამდე, ჯამში, 728 დაღუპული აღრიცხეს. გასულ წელთან შედარებით ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში 10-ჯერ არის გაზრდილი.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის თანახმად, ჯამში, ამ პერიოდში ალკოჰოლით 5 011 ადამიანი მოიწამლა, 90-მა პირმა კი მხედველობა დაკარგა ან დაიზიანა.

მეთანოლს, რომელსაც ალკოჰოლური სასმელები შეიცავს, არც გემო აქვს და არც სუნი. მისი მიღება რიგი ორგანოების, მათ შორის, ტვინის მძიმე დაზიანებას იწვევს. სიმპტომებს შორისაა ტკივილი მკერდის არეში, მხედველობის დაკარგვა და კომა.

ირანში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 90 000-ს აჭარბებს, დაღუპულია 5 806 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი