ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ოსკარზე ნომინირების წესი შეიცვალა

29 აპრილი, 2020 • 1216
კორონავირუსის გამო ოსკარზე ნომინირების წესი შეიცვალა

კორონავირუსის პანდემიის გამო ოსკარზე ნომინირების წესი შეიცვალა. განცხადებაში, რომელსაც კინოაკადემია ავრცელებს, წერია, რომ Covid 19-ის მიზეზით ფილმების შესარჩევი ჩვენებები გაიმართება არა კინოთეატრებში, არამედ სპეციალურ სტრიმინგ სერვისების დახმარებით.

ეს ნიშნავს, რომ ფილმს, დაცული საიტებისა თუ სხვა სახის სერვისის მეშვეობით, დისტანციურად, მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფი ნახავს.

კინოაკადემია განმარტავს, რომ დღეს არსებული რეგულაციებით, ფილმების ჩვენება ლოს-ანჯელესის კომერციულ თეატრებში უნდა შედგეს. ეს ჩვენებები რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა პანდემიის გამო 16 მარტიდან ლოს-ანჯელესში ყველა კინოთეატრი დახურულია.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეცვლილი წესი ეხება მხოლოდ 93-ე დაჯილდოებას და ცვლილების თანახმად, ფილმები, რომელთა ჩვენებაც უკვე დაგეგმილი იყო კომერციული კინოთეატრებში, 60 დღით ადრე სპეციალურ და დაცულ სტრიმინგ საიტებზე განთავსდება.

ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, კინოაკადემია კიდევ უფრო გაზრდის იმ კინოთეატრების რიცხვს, სადაც კინოჩვენებები ნებარდართული იქნება, მათ შორის იქნება შემდეგ ქალაქებსა და შტატებში არსებული კინოთეატრები: ნიო-იოკრში, ჩიკაგოში, ილინოისში, მაიამიში, ფლორიდასა და ატლანტაში.

ამასთანავე, ოსკარის ბორდის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა სხვადასხვა კატეგორიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებშიც. მაგალითად, იმისთვის, რომ საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში ფილმმა მონაწილეობა შეძლოს, მასში გაჟღერებული მუსიკის 60% ორიგინალური უნდა იყოს.

ვრცლად კინოაკადემიის განცხადება ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი