ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადების 1 მილიონზე მეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
უნივერსიტეტის მონაცემებით, მთელი აშშ-ის მასშტაბით სულ დადასტურდა დაავადების 1 003 625 შემთხვევა. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია 50-ივე შტატში, თუმცა ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად ნიუ-იორკის შტატშია.
კორონავირუსისგან აშშ-ში 57 533 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 114699 გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის ზოგ შტატში მოქმედებს კარანტინის რეჟიმი, თუმცა ზოგში — მაგალითად, ჯორჯიაში, შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.
აშშ დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია. მეორე ადგილზე ესპანეთია, ხოლო მესამეზე — იტალია.
მთლიანობაში, მსოფლიოში ცნობილია დაავადების 3,090,844 შემთხვევის შესახებ. აქედან გამოჯანმრთელდა 918 809, ხოლო გარდაიცვალა 215 063.