ახალი ამბები

14 დღის შემდეგ პაციენტები მკურნალობას აბასთუმანში გააგრძელებენ

28 აპრილი, 2020 • 1575
14 დღის შემდეგ პაციენტები მკურნალობას აბასთუმანში გააგრძელებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოებში უკვე 14 დღეზე მეტია მკურნალობენ, დარჩენილ სარეაბილატაციო კურსს აბასთუმნის კლინიკაში გააგრძლებენ.

მინისტრის განმარტებით, საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც სიმპტომები აღარ აქვთ, თუმცა ორგანიზმში ვირუსი კვლავ უფიქსირდებათ მცირედით და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებენ. ტიკარაძის თქმით, აბასთუმნის კლინიკას 100-მდე ადგილი აქვს.

ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ეს ინიციატივა კლინიკურ ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს და ის სამინისტრომაც გაიზიარა.

აბასთუმნის სარეაბილატაციო ცენტრი თავდაპირველად საკარანტინე ზონად გამოიყენებოდა, ამჟამად ცხელების ცენტრის ფუნქცია აქვს.

ტიკარაძის თქმით, კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკებისგან უახლოეს პერიოდში ელოდებიან სახელობით სიებს, თუ ვინ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. მისივე განმარტებით, თუ ამის საჭიროება იქნება, სამინისტრო მომავალში სხვა სარეაბილატაციო სივრცეების ათვისებაზეც იფიქრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი