ახალი ამბები

ლენტეხში და ხიდისყურში დღეიდან სპეციალური რეჟიმი უქმდება

28 აპრილი, 2020 • 947
ლენტეხში და ხიდისყურში დღეიდან სპეციალური რეჟიმი უქმდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პრეს-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში დაწესებული სპეციალური რეჟიმი უქმდება. ამის შესახებ მან ბრიფინგის დროს განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით,  „ჩატარდა შესაძლო კერების, ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით, დღეიდან სპეცრეჟიმი ამ ორ პუნტქში იქნება მოხსნილი და იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთელ საქართველოში“.

„გამოკვლელულია ყველა კონტაქტი, მაქსიმალურადაა შემოწმებული ყველა მოსახლე და ამის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეიტლების მიღების საშუალება“, — აღნიშნავს ჩიქოვანი.


ლენტეხის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 10 აპრილს იქნა მიღებული, ხოლო სოფელ ხიდისყურის — 13 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი