სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
დღევანდელი, 28 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა [ჯამში, 1876 შემთხვევაა, რომელთა შორის 900-მდე ადამიანი განიკურნა].
რაც შეეხება კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარებულ ტესტებს, ოფიციალური ცნობით, სომხეთში 19 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.