ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი: კარანტინის დამრღვევი სასულიერო პირები დაისჯებიან

28 აპრილი, 2020 • 1955
რუსეთის პატრიარქი: კარანტინის დამრღვევი სასულიერო პირები დაისჯებიან

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე აცხადებს, რომ აუცილებლად დააყენებს კორონავირუსის გამო შემოღებული საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდლების პასუხისმგებლობის საკითხს. ინფორმაცია ამის შესახებ ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევებში, თუ კარანტინის რეჟიმის დარღვევა ეკლესიაში ადამიანის დაინფიცირებასა და სიკვდილს გამოიწვევს, პასუხისმგებელი სასულიერო პირები საეკლესიო სასამართლოს გადაეცემიან.

გარდა ამისა, დოკუმენტში კირილე სასულიერო პირებს ახსენებს, რომ ისინი პირადად არიან პასუხიმსგებელი ადგილებზე კარანტინის ზომების დაცვაზე.

მანამდე, კირილემ მოუწოდა მრევლს, კარანტინის პერიოდში ეკლესიაში არ მისულიყო. მრევლის გარეშე მსახურება უკვე ტარდება მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ეკლესიებში.


რუსეთში, უახლესი ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 87 147 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 794 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 7 346.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი