ახალი ამბები

ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულების დახმარებას მიიღებენ – კალაძე

27 აპრილი, 2020 • 3153
ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულების დახმარებას მიიღებენ – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები მიიღებენ თვითდასაქმებულებისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილ დახმარებას.

„დახმარებებთან დაკავშირბეით მინდა ვთქვა, განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ – A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განამვლობაში.

თუ როგორ უნდ აიმოქმედონ, რა ცნობები უნდა წარადგინონ, ეს მარტივია და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან ვისაუბრეთ. თუმცა ჩვენ SMS-ებით შეტყობინებებით ყველას დავუგზავნით შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ როგრო უნდ აიმოქმდეონ“, – ამბობს კახა კალაძე.

თვითდასაქმებულების და არაფორმალურად მშრომელების რეგისტრაცია, მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ამ მიზნით მზადდება სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი