ახალი ამბები

ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად UNICEF-მა ცხელი ხაზი აამოქმედა

27 აპრილი, 2020 •
ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად UNICEF-მა ცხელი ხაზი აამოქმედა

UNICEF-ის ქართულმა წარმომადგენლობამ ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად უფასო, 24- საათიანი ცხელი ხაზი აამოქმედა, რომლის მიზანია პანდემიის პერიოდში ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება.

111-ზე დარეკვის შემთხვევაში, ოპერატორები ბავშვებსა და მათ მშობლებს საჭირო კონსულტაციას გაუწევენ და დააკავშირებენ მომსახურებების ადგილობრივ მიმწოდებლებთან, მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო სააგენტოებთან.

ოპერატორები ასევე უპასუხებენ ზარებს ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. ამ შემთხვევებში ჩაერთვებიან ფსიქოლოგები და ინფორმაცია მიეწოდებათ სოციალურ მუშაკებს, პოლიციას და სხვა სააგენტოებს:

“ცხელი ხაზი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ინიციატივაა. ცხელ ხაზს მართავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო” ,- აცხადებენ UNICEF-ის ქართულ წარმომადგენლობაში.

COVID-19-მა ზოგი ბავშვი ძალადობისგან უფრო დაუცველი გახადა – UNICEF

მასალების გადაბეჭდვის წესი